კინო

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი ცნობილია

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის ფილმი “კურდღელი ჯოჯო” გახდა.

სატირული დრამა, რომლის მოვლენებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება გერმანელი ბიჭუნას ჯოჯო ბეცლერის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს, ამიტომაც მან წარმოსახვითი მეგობარი – ადოლფ ჰიტლერი გაიჩინა, რომლის როლსაც სურათის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი ასრულებს. ჯოჯოს სამყარო თავდაყირა დადგება, როდესაც ის გაიგებს, რომ დედამისი ებრაელ გოგონას მალავს სახლში.

ფილმში ცნობილი მსახიობები: სემ როკუელი, სკარლეტ იოჰანსონი, რებელ  უილსონი და ალფი ალენი მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი