კინო

HBO-მ, შესაძლოა, ტარგარიენთა გვარის შესახებ პრიქველი გადაიღოს

გამოცემა Deadline-ის ცნობით, HBO “სამეფო კარის თამაშების” კიდევ ერთ პრიქველის გადაღებას გეგმავს. ახალ სერიალში მოქმედება ტარგარიანების სახლში, სამასი წლით ადრე ვითარდება.

ტარგარიენების პრიქველის ავტორები ჯორჯ მარტინი და რაიან კონდალი იქნებიან. ახალი პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველის “ცეცხლი და სისხლის” ეკრანიზაცია იქნება. რომანი შარშან გამოიცა და ტარგარიენთა გვარის შესახებ მოგვითხრობს.

HBO-ს 5 სავარაუდო იდეას ავითარებდა, რომელიც შესაძლოა პრიქველებად გვენახა. HBO-ს განცხადებით, ორი მოსალოდნელი პრიქველიდან გამოსვლის თარიღი ჯერ არცერთს არ აქვს. თუ ტელეარხს ორივესთვის დამზადებული პილოტი მოეწონება, მხოლოდ მაშინ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი