კულტურა

Times-ის 2020 წლის რანჟირებაში თსუ მსოფლიოს საუკეთესო 1396 უნივერსიტეტს შორისაა

Times Higher Education World University Ranking-ის 2020 წლის რანჟირების მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო 1396 უნივერსიტეტს შორისაა.

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებს პირველობას და მეოთხე წელია ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტის რანჟირებაში.” – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც Times-ის ვებგვერდიდან ირკვევა, შეფასების კრიტერიუმები საერთაშორისო სტუდენტების, უნივერსიტეტში დასაქმებული სტუდენტების რაოდენობა, გენდერული ბალანსი და სხვა მაჩვენებლებია.

ორიგინალი წყარო იხილეთ ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი