ვიზუალური ხელოვნება

ნახეთ: თბილისის ფოტო ფესტივალი 2019 გაიხსნა

გუშინ, 12 სექტემბერს, სასტუმრო სტამბას ამფითეატრში თბილისის ფოტო ფესტივალი 2019 გაიხსნა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნან გოლდინის სქრინინგი “ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე”.

თბილისის ფოტო ფესტივალი პირველი ფოტო ფესტივალია საქართველოში და სამხრეთ კავაკსიაში. იგი 2010 წელს შეიქმნა და მისი დამფუძვნებლები არიან ფრანგი ფოტოგრაფი, ამჟამად ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Liberation ფოტო რედაქტორი ლიონელ შარიე და ქართველი კურატორი და ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე.

ფესიტვალი პრესტიჟული არლის ფოტოფესტივალის Les Rencontres d’Arles მხარდაჭერით შეიქმნა და, ძალიან მალე, არა მხოლოდ რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფოტოგრაფლიული ღონისძიების, არამედ კავკასიის წამყვანი კულტურული მანიფესტაციის რეპუტაცია მოიპოვა.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, თბილისის ფოტო ფესტივალი ფოტოგრაფიის მედიუმს თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემებზე რეფლექსიისთვის იყენებს.

ფესტივალის იდენტობა სწორედ ამ მიდგომამ განსაზღვრა. გარდა ამისა, ფოტო ფესტივალი საერთაშორისო ფოტოგრაფიის ნამდვილ ჰაბად იქცა, რომელიც მსოფლიო ფოტოგრაფიის დიდი მეტრების ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდა ფოტოგრაფიის განვითარებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

თბილისის ფოტო ფესტივალის მე-10 გამოშვების ფარგლებში, თბილისი კავკასიის ფოტოგრაფიის დედაქალაქის სტატუსს კიდევ ერთხელ მოირგებს.

ფესტივალის განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Image may contain: 2 people, people standing
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 2 people, people sitting, night and indoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 7 people, people sitting and outdoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 1 person, standing, night and outdoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 1 person, standing, sitting, table, outdoor and indoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 7 people, people smiling, people sitting and indoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: one or more people and crowd
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 1 person, indoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 1 person, night
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: 19 people, crowd and outdoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: night, tree and outdoor
Tbilisi Photo Festival 2019
Image may contain: one or more people, night and table
Tbilisi Photo Festival 2019

კომენტარები

კომენტარი