საშემსრულებლო ხელოვნება

18 ოქტომბერს, SPACEHALL-ში Black Coffee დაუკრავს – DECODER

18 ოქტომბერს, SPACEHALL-ში, ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER-ი ახალ სეზონს, სცენის ყველაზე მოთხვონად ვარსკვლავთან, Black Coffee-სთან ერთად ხსნის.

Black Coffee–ი House ჟანრის ერთ-ერთ პიონერ და წამყვან არტისტად მიიჩნევა. 2005 წელს, მისი პირველი ალბომის: “Black Coffee”-ს გამოჩენისთანავე, არტისტმა მსმენელს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი წარუდგინა. მისი სეტები აფრიკული ვოკალისა და Deep House ჟღერადობების სინთეზია. უკანასნკელი ალბომი, “Pieces of Me” 2015 წელს გამოიცა. 2018 წლის ბოლოს, არტისტმა EP სახელად “Music Is King” გამოუშვა, რომელშიც 7 კომპოზიციაა შესული. DECODER-ის ფარგლებში, არტისტი საქართველოს პირველად ეწვევა.

სამხრეთ აფრიკელ დიჯეისთან ერთად, ადგილობრივი არტისტები Tade და Сosmic Love Rotation-იც წარდგებიან.

Tade  – პროდიუსერი და დიჯეია, რომლის დებიუტიც 2013 წელს, კანადურ ლეიბლ “Deep Dash Records”-ზე შედგა. მისმა EP რომელსაც “Humanoid” ჰქვია, ყველა ვებ პლატფორმაზე, გამოსვლისთანავე დიდი ყურადღება მიიპყრო. 2012 წლიდან მოყოლებული, არტისტი აქტიურად უკრავს სხვადასხვა დიდ შემსრულებლების მხარდამხარ, რამაც მისი ტექნიკა და მრავალფეროვნება განაპირობა.

Cosmic Love Rotation – ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. იგი გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით. მის სეტებში ძირითადად დომინირებს Acid-house, Cosmic-Disco და Electro-Industrial ელემენტები. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის გამოჩენაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში პიანინოზე დაკვრის და აუდიტორიასთან ინტერაქციის გამოცდილებამ.

კომენტარები

კომენტარი