საშემსრულებლო ხელოვნება

ანა ყიფიანი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს

27 სექტემბერს, ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტ ანა ყიფიანის სოლო კონცერტი გაიმართება.

კლასიკური მუსიკის საღამოზე ანას შესრულებით შუმანის, პროკოფიევისა და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოები გაჟღერდება.

“ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დატვირთული გრაფიკისა და დიდი პაუზის შემდეგ, პარიზში წასვლამდე სპონტანტურად დავგეგმე სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ძალიან მიხარია, რომ მონატრებულ მსმენელს შევხვდები.” – უთხრა ყიფიანმა “არტნიუსს”.

შეგახსენებთ, რომ ანა უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელია და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი და ა.შ.

ქართველი პიანისტი უკვე გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე, მათ შორის, ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. ყიფიანმა, აგრეთვე, დაუკრა ლიტვაში, ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი