კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში “მოსიარულე მკვდრებისა” და “ტერმინატორის” პროდიუსერი ჩამოდის

15-23 სექტემბერს, ორგანიზაციის ” ქალები კინოსა და ტელევიზიაში” (WIFT Caucasus) მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი, The Terminator-ის, The Walking Dead-ის, Armageddon-ისა და Aliens-ის ავტორი, გეილ ენნ ჰერდი ესტუმრება. ინფორმაცია ამის შესახებ WIFT Caucasus-ის Facebook გვერდზე ვრცელდება.

ორგანიზატორების ცნობით, პროდიუსერი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ესტუმრება და კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, მისი ფილმების ჩვენებაც.

გეილ ანა ჰარდი ორგანიზაციის “ქალები კინოსა და ტელევიზიაში“ (WIFTI ) საპატიო წევრია. გაერთიანება 1973 წელს, ლოს–ანჯელესში შეიქმნა. 1990–იან წლებში კი მან საერთაშორისო ხასიათი მიიღო. დღეისათვის, WIFTI კინოს სფეროში დასაქმებულ ქალთა ერთ–ერთი უმსხვილესი გაერთიანებაა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ გეილ ანა ჰარდი ორგანიზაციის საპატიო წევრია. 2019 წლის ივლისში, სწორედ მისი მხარდაჭერით შეიქმნა WIFTI-ს კავკასიის ფილიალი, რომლის პრეზიდენტიც ქართველი რეჟისორი, ნანა ექვთიმიშვილია.

კომენტარები

კომენტარი