კინო

ნახეთ: Breaking Bad-ის სრულმეტრაჟიანი ფილმის პრომო ვიდეო გამოვიდა

ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგიანი სერიალის Breaking Bad-ის სრულმეტრაჟიანი ფილმის პრომო ვიდეო გამოვიდა. 

ამჯერად, Netflix-მა მოკლე ვიდეო გაგვიზიარა, რომელშიც სერიალიდან ჯესი პინკმანის (აარონ პოლის) რჩეული მომენტებია ნაჩვენები.

ფილმი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჯესი პინკმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

ამერიკული სატელევიზიო დრამა Breaking Bad-ი 2008-2013 წლებში გამოდიოდა. სიუჟეტის თანახმად, ქიმიის მასწავლებელს უოლტერ უაიტს ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. სიკვდილის შემდეგ ოჯახის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, უაიტი მეტამფეტამინის წარმოებას და გაყიდვას იწყებს, რაშიც მისი ყოფილი მოსწავლე ჯესი პინკმანი ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი