სტილი, დიზაინი

ნახეთ: Tom Ford-ის ჩვენება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Tom Ford-ის კოლექციის ჩვენება გაიმართა.

დიზაინერმა 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. როგორც გამოცემა Elle წერს, წარმოდგენილი იყო მკვეთრი და ძირითადად შავ-თეთრი ფერები.

შოუ ძველი მეტროს სადგურის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც პოდიუმზე პირველი სან ლორანის აღმოჩენა, ანა ჰერერა გამოჩნდა, მას მოჰყვნენ: Anok Yai, Gigi Hadid და Kaia Gerber. ბურთის ფორმის სამეჯლისო კაბებზე, ე.წ “Ball Gown” – ზე შავი უბრალო მაისური აკეცილი მკლავებით, სპორტულ შავ შორტებზე აბრეშუმის პიჯაკები, კრემისფერ დახვეწილ კაბაზე კეპი ტომის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ხედვაა. ეს ხედვა მარტივი, უბრალო, ამერიკული სპორტული ტანსაცმლისთვის მდიდრული  ელემენტების მინიჭება და მოდური ანდერგრაუნდის ხელახალი განსაზღვრაა.

კომენტარები

კომენტარი