საშემსრულებლო ხელოვნება

NINASUPSA BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი გახდა

ნინა ბოჭორიშვილი, სასცენო სახელით, NINASUPSA BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი გახდა.

“ახალი სეზონიდან BASSIANI / HOROOM-ის დიდ ოჯახს Ninasupsa შეემატა. Ninasupsa ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. ის BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის ამპლუაში მსმენელთან პირველად 27 სექტემბერს წარდგება.” – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Ninasupsa-მ მუსიკასთან ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი იყო. Ninasupsa ხაზს უსვამს, რომ მისი შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და Board Of Canada-ს შემოქმედებით დამთავრებული. მისი, როგორც დიჯეის პირველი ნაბიჯები 2014 წელს პრივატულ წვეულებებზე გადაიდგა, რის შემდეგაც ნინამ გადაწყვიტა ამ საქმიანობით უფრო სერიოზულად დაინტერესებული.„ “ყოველთვის ვცდილობ საცეკვაო მოედნის და მსმენელის მიმართ ადეკვატური ვიყო, მაგრამ ამავედროულად ვცდილობ მათ ის მოვასმენინო, რისი მოსმენა მე თვითონ მომწონს და მსიამოვნებს.” – Ninasupsa მიიჩნევს, რომ რეზიდენტის ამპლუაში BASSIANI/HOROOM-ის მსმენელთან კომუნიკაცია მისთვის გარკვეული ენერგიის წყაროა, რომელიც განვითარებისა და მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი