ლიტერატურა

ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან” საერთაშორისო მასშტაბებს იძენს

ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან” საერთაშორისო მასშტაბებს იძენს.

ქართველ ლიტერატორებთან ერთად ფესტივალში “ზე-კართან” მონაწილეობას მიიღებენ: დომენიკო პოლიტო გამომცემელი (იტალია), ალესანდრო ალეგრა მხატვარი (იტალია), აფაგ მესუდა გამომცემელი მწერალი (აზერბაიჯანი), იმირ მამედლი, მწერალი, მთარგმნელი (აზერბაიჯანი), კარიკატურისტი – კემო საქართველოდან, რომელიც მსოფლიო კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალის სამგზის გამარჯვებილია.

ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია აჭარაში იმართება, წელს საერთაშორისო ლიტერატორებს და ხელოვანებს მასპინძლობს.

ფესტივალი 19-22 სექტემბერს გაიმართება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. სამი დღის განმავლობაში ჩატარდება საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, ლიტერატურულ-თეატრალური პეფორმანსი “ანბანთქება”, ფოლკლორული კონცერტები და გამოფენები. ასევე ქართული ლექსების მიხედვით მხატვრები შექმნიან ფერწერულ ტილოებს.

ფესტივალი 2013 წელს რეჟისორ ვახტანგ ბერიძის იდეით დაფუძნდა. მისი მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა პოეტებსა და პროზაიკოსებში, რათა აჭარის ისტორიასა და კულტურაზე, მისი ბუნების სილამაზე უფრო მეტი ნაწარმოები შეიქმნას.

ფესტივალი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და შუახევისა და ხულოს მერიის დაფინანსებით იმართება, ხელს უწყობს მთიანი აჭარის კულტურულლი ტურიზმის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი