საშემსრულებლო ხელოვნება

არTRACKომენდაცია: დღეს მოსასმენი 5 კომპოზიცია

საინფორმაციო სააგენტო “არტნიუსი” რუბრიკის “არTRACKომენდაცია” ფარგლებში, გთავაზობთ დღეს მოსასმენ 5 კომპოზიციას.

Cosmic Love Rotation – Melting House

Cosmic Love Rotation – ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. იგი გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით. მის სეტებში ძირითადად დომინირებს Acid-house, Cosmic-Disco და Electro-Industrial ელემენტები. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის გამოჩენაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში პიანინოზე დაკვრის და აუდიტორიასთან ინტერაქციის გამოცდილებამ.

George Marych – The Final Defeat

George Marych გიორგი ჯირკველიშვილის პროექტია, რომელიც ალტერნატიულ როკსა და პოსტ–პანკს აერთიანებს. გიორგიმ მუსიკის კეთება მან 16 წლის ასაკში დაიწყო, რა დროსაც არაერთი მცდელობა ჰქონდა ემღერა თავისი სიმღერები ან ცნობილი შემსრულებლების ქავერები. ინგლისურენოვანი არტისტი “George Maryich–ის” პროექტის ფარგლებში კვლავაც აქტიურად განაგრძნობს მუშაობას.

Kordz – Untitled Fantasy

ალექსანდრე კორძაია ელექტრონული მუსიკის სცენაზე ცნობილია, როგორც KORDZ. იგი ასრულებს განსხვავებული ჟღერადობის ლაივ მუსიკას. მისი მუსიკა Funk-ის; House-ის, 80-იანი Disco-ს და „Field recordings“ -ის მიქსს წარმოადგენს. იგი იყენებს როგორც ელექტრონულ, ისე აკუსტიკურ ინსტრუმენტებს.

Levi Love Disco – Trinidad Bump

Levi Love Disco – დიჯეისა და პროდიუსერის, ლევი ბერიშვილის პროექტია. მისი მუსიკა უმეტესად 90-იანების რეკორდებს მოიცავს, რაშიც ჟღერადი და ქარიზმატული, მისთვის დამახასიათებელი, ნოტები ისმის.
ლევი 2017 წლიდან ლეიბლ Mzesumzira-ს წევრია, იგი ასევე ცნობილია პროექტი – DJ tomwildculture. გარდა ამისა აქვს საკუთარი ლეიბლი Dream Machine Records.

Newa – Sleep on my hands

ანა კუბლაშვილი, სასცენო სახელით NEWA, თბილისელი არსტისტია, რომელსაც კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. ბასიანის ტექნო–სცენის ერთ–ერთი აქტუალური წარმომადგენლის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: BASSIANI Records, KLOCKWORKS, SEMANTICA, LA CHINERIE. 2013 წელს მისმა რელიზმა AC ელექტრონავტების დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო EP-ის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი