კულტურა ლიტერატურა

ზვიად რატიანი გახარიაზე: “ეს 20 ივნისი რუსეთისთვის მოხდილი ბოდიში იყო”

“ეს კაცი ხომ ბოდიშებით არის განთქმული და ქვეყნის “ბოდიშმაისტერია”. 20 ივნისიც იყო ბოდიში რუსეთისთვის მოხდილი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ბოდიში მიაყოლეს გაქცეულ გავრილოვს.” – ამის შესახებ “პოლიტმეტრში” ზვიად რატიანმა განაცხადა.

ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოს მოქალაქისთვის, პოეტმა შემდეგნაირად უპასუხა:

მე წილად მერგო საეჭვო პატივი, ვყოფილიყავი პირველი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა გახარიას საზიზღრობები. შემდეგ მან გაზარდა მასშტაბები და უამრავი ადამიანი გაამწარა. ჩვენ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანის სახელიც არ ვიცით, რომლებიც გამწარებული ჰყავს და არ გამოსულა სააშკარაოზე. ქალბატონი ია კერძაია, 20 ივნისს დაზარალებებულები, პანსკისის სპეცოპერაცია… მე ვყოფივლარ პანკისში და იქ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საქართველოა. იშვიათად მოვისმენთ ეგეთ ქართულს. არც ერთმა მთავრობამ არ დაიზარა და თავზე გადაუარა ამ ხალხს.

გახარია არის ძალიან საშიში კაცი. რეინკარნირებული ჩეკისტია, რომელიც მხოლოდ სასაცილო იქნებოდა, ამხელა ძალაუფლება რომ არ ჰქონდეს.”

პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.

რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ავსტრიაში წავიდა.

კომენტარები

კომენტარი