ბლოგი

რა იმალება ნობელის პრემიის ლაურეატების დიპლომის ილუსტრაციებში?

ნობელის პრემია, როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების, რევოლუციური გამოგონებების ან კულტურისა თუ საზოგადოების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გაიცემა. ნობელის პრემიის ყველა ლაურეატის სახელი კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სახელია.

ნობელის პრემიის ლაურატებს, თანხასთან ერთად, რომელიც, მილიონ დოლარზე მეტია, გადაეცემათ მედალი და დიპლომი. ცოტამ თუ იცის, რომ ეს დიპლომები სახვითი ხელოვნების ნამდვილი მარგალიტებია, ვინაიდან მათ გაფორმებაზე მსოფლიოს გამორჩეული მხატვრები მუშაობენ.

საინტერესოა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატების თითოეული დიპლომი უნიკალურია და განუმეორებელი. არანაირი პოლიგრაფია, არანაირი დუბლირება, ყველა დიპლომი ექსკლუზიური ხელნაკეთია. პერგამენტიც კი, რომელზეც ლაურეატის მონაცემები იწერება, ხელით არის შექმნილი. დიპლომში მონაცემები, ტრადიციულად, ნორვეგიულად ან შვედურად იწერება.

დიპლომის ინდივიდუალობა მისი გარეკნის ფერებით იწყება. ყდის ფერი განისაზღვრება იმ დარგით, რომელშიც გაიცემა პრემია. მაგალითად: ქიმია, ფიზიოლოგია და მედიცინა – წითელი, ფიზიკა – ცისფერი, ეკონომიკა – ყავისფერი. საინტერესოა, რომ მხოლოდ ლიტერატურის დარგში დაჯილდოებულ პირს აქვს უფლება, თავად აირჩიოს დიპლომის გარეკნის ფერები. დიპლომის ყდას ახლავს, აგრეთვე, ოქროს მონოგრამა. თუმცა, ის, რაც ყველაზე მეტად განსაზღვრავს დიპლომის იდივიდუალობას, უნიკალური და განუმეორებელი ილუსტრაციებია, რომლებიც კალიგრაფიულ ტექტს ახლავს.

დიპლომების გაფორმების ტენდენციები წლების განმავლობაში იცვლებოდა. ზოგჯერ, ილუსტრაციები გამოხატავდნენ დაჯილდოებულის მიღწევების არსს, ზოგჯერ კი უბრალოდ, ყოველწლიურად განახლებად თემებს მისდევდნენ. ინდივიდუალობა ყველაზე მეტად, ალბათ, ლიტერატურის დარგში გაცემულ დიპლომებს ეტყობათ, რადგან მხატვრები, ყოველთვის ცდილობენ ილუსტრაციებში ჩანდეს მწერლის შემოქმედების მთავარი თემები.

მხატვრებისთვის დიპლომების დიზაინზე მუშაობა საპატიოსთან ერთად, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მათ ძალიან მოკლე დროში, ლაურეატების გამოვლენიდან მათი დაჯილდოების დღემდე, უნდა მოასწრონ უნიკალური ილუსტრაციების შექმნა და გაფორმება. ცნობილმა შვედმა მხატვარმა, ხოსე კარლსონმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნობელის პროექტებზე მუშაობა “დიდი სტრესია, მაგრამ, თან პოზიტიური გაგებით”.

ილუსტრაციების შექმნის ტექნიკაც ყოველთვის განსხვავებულია. ის მოიცავს ყველანაირ სტილს: იმპრესიონისტული აკვარელიდან დაწყებული, მოდერნიზმით, ვიტრაჟული პანოთი და აბსტრაქციონიზმით დამთავრებული.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიპლომებით ნობელის პრემიის ყველა ლაურეატი სულაც არაა აღფრთოვანებული. როგორც რობერტ ლეფკოვიცმა აღნიშნა, ის, როგორც კოლექციონერობისგან შორს მდგარი ადამიანი, არასდროს იყიდდა სიუზანა ჯარდბეკის (მუშაობს აბსტრაქტულ ნახატებზე) ილუსტრაციას. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი იდნივიდუალური მიდგომები გამოარჩევს სკანდინავიურ პრემიას სხვებისგან.

illustracii nobelevskih diplomov 2
illustracii nobelevskih diplomov 3
illustracii nobelevskih diplomov 4
illustracii nobelevskih diplomov 5
illustracii nobelevskih diplomov 9
illustracii nobelevskih diplomov 6
illustracii nobelevskih diplomov 7
illustracii nobelevskih diplomov 8
illustracii nobelevskih diplomov 10
illustracii nobelevskih diplomov 11
illustracii nobelevskih diplomov
illustracii nobelevskih diplomov 12
illustracii nobelevskih diplomov 13
illustracii nobelevskih diplomov 14
illustracii nobelevskih diplomov 15
illustracii nobelevskih diplomov 16
illustracii nobelevskih diplomov 17
illustracii nobelevskih diplomov 18
illustracii nobelevskih diplomov 20
illustracii nobelevskih diplomov 19
illustracii nobelevskih diplomov 21
illustracii nobelevskih diplomov 1 2
illustracii nobelevskih diplomov 1 3
illustracii nobelevskih diplomov 1 4
illustracii nobelevskih diplomov 1 5
illustracii nobelevskih diplomov 1 6
illustracii nobelevskih diplomov 1 8
illustracii nobelevskih diplomov 1 16
illustracii nobelevskih diplomov 1 10
illustracii nobelevskih diplomov 1 11
illustracii nobelevskih diplomov 1 12
illustracii nobelevskih diplomov 1 13
illustracii nobelevskih diplomov 1 14
illustracii nobelevskih diplomov 1 15
illustracii nobelevskih diplomov 1

კომენტარები

კომენტარი