საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes: 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

ჟურნალმა Forbes-მა 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი დაასახელა. წლევანდელი რეიტინგის პირველ ათეულში მასშტაბური ცვილება მოხდა. ჯორჯ კლუნი, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილს იკავებდა, წელს ჩამონათვალში საერთოდ არ არის.

10. უილ სმიტი – $35 მილიონი
წლის 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

უილ სმიტი – 35 მლნ “ალადინში” შესრულებული მთავარი როლის შემდეგ უილ სმიტი საგრძნობლად გამდიდრდა! ენგ ლის 1-მილიარდიან ნამუშევარში მან ჯინის როლი შეასრულა და, მაღალ ანაზღაურებასთან ერთად, მაყურებელთა სიყვარულიც კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

9. პოლ რუდი – $41 მილიონი
წლის 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

პოლ რუდი – 41 მლნ როგორც ხედავთ, ჰოლივუდში ნიჭიერ და კარგად აღზრდილ მამაკაცებს ყოველთვის სათანადოდ აფასებენ.

8. ქრის ევანსი – $43.5 მილიონი
წლის 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

ქრის ევანსი – 43.5 მლნ მიუხედავად იმისა, რომ “კაპიტან ამერიკის” დღეები დასრულდა, როგორც ჩანს, ქრისს რაიან ჯონსონის ახალ ფილმში მონაწილეობამაც კარგი შემოსავალი მოუტანა.

6-7. ადამ სენდლერი და ბრედლი კუპერი – $57 მილიონი
წლის 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

ადამ სენდლერი – 57 მლნ Netflix-ის ინფორმაციით, ადამმა წელს თავისივე მიღწევები გააუმჯობესა და, ჯენიფერ ენისტონთან ერთად შესრულებული როლით, მდიდართა სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მან და ჯენიფერმა ერთად “მისტიკურ მკვლელობაში” ითამაშეს.

წლის 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

ბრედლი კუპერი – 57 მლნ ზუსტად ვიცით, ამ სიაში მისი დანახვა არ გაგკვირვებიათ. მეტიც – მას, ალბათ, პირველ ადგილზე ელოდით. ლედი გაგასთან სიმღერამ და თამაშმა, საპროდიუსერო საქმიანობამ, ოსკარებზე წარდგენამ და „ვარსკვლავის დაბადებამ” მსახიობის ბიუჯეტზე აშკარად დიდი კვალი დატოვა.

5. ჯეკი ჩანი – $58 მილიონი
წლის 10 ყველაზე მდიდარი მსახიობი მამაკაცი

ჯეკი ჩანი – 58 მლნ ჩვენი საყვარელი მსახიობი წელს სამ ფილმში გამოჩნდა და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ Journey to China: The Mystery of Iron Mask-ის პრემიერა სულ რაღაც ერთი თვის წინ შედგა.

4. აკშეი კუმარი – $65 მილიონი

აკშეი კუმარი – 65 მლნ არ გეგონოთ, ბოლივუდში ნაკლებს იხდიდნენ. აკშეი კუმარმა წინა წლის შემოსავალი გააუმჯობესა და წელს, რამდენიმე მსუყე პროექტის წყალობით, მეოთხე ყველაზე მდიდარ მსახიობ მამაკაცად დასახელდა.

3. რობერტ დაუნი უმცროსი – $66 მილიონი

რობერტ დაუნი უმცროსი – 66 მლნ “რკინის კაცის” დღეები დასრულდა და რობერტი ყველაზე მაღალანაზღაურებას მსახიობთა სამეულშია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – მალე „შერლოკ ჰოლმსის” მესამე ნაწილი და „ექიმ დულიტლის ვოიაჟი” გამოვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მომავალ წელს მსახიობმა შეიძლება მეორე ან პირველ ადგილზეც გადაინაცვლოს.

2. ქრის ჰემსვორთი – $76.4 მილიონი

ქრის ჰემსვორთი – 76.4 მლნ თორი „შურისმაძიებლებს” გადაურჩა და 2021-ში ახალი ნაწილით დაბრუნებასაც აპირებს. გარდა ამისა, წელს ქრისმა შავი ტანსაცმელიც მოირგო და ფილმში „ადამიანები შავებში” მთავარი როლი შეასრულა. როგორც ჩანს, შრომა დაუფასდა და მდიდართა ათეულში მეორე ადგილი დაიკავა.

1. დუეინ ჯონსონი – $89.4 მილიონი

დუეინ ჯონსონი – 89.4 მლნ გიკვირთ? – ჩვენ არა. „როკმა” მხოლოდ „ჯუმანჯიში” 23.5 მილიონი გამოიმუშავა, HBO-ს Ballers-ში კი თითო სერიით 700,000 დოლარს გამოიმუშავებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავალზე.

კომენტარები

კომენტარი