სტილი, დიზაინი

ნახეთ: ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Brandon Maxwell-ისა და Ralph Lauren-ის ჩვენება გაიმართა

ნიუ-იორკის მოდის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე ჩვენება, მათ შორის Brandon Maxwell-ის და Ralph Lauren-ის. მათ 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს. 

აღსანიშნავია, მაქსველმა გუშინ სტუმრებს მამაკაცის სამოსი პირველად წარუდგინა. ამერიკელი დიზაინერების მამაკაცის ტანსაცმლისადმი სწრაფვა CFDA-ში განვითარებულ მოვლენებს შეგვიძლია დავუკავშიროთ. როდესაც ამერიკელ დიზაინერთა საბჭოში ტომ ფორდი ახალ თავჯდომარედ აირჩიეს, მთავარი მიზანი ამერიკული მოდის გლობალურ ფენომენად ქცევა გახდა.

Ralph Lauren-მა კი წარმოადგინა დახვეწილი სამოსი, რითაც მისი კოლექცია ყოველთვის გამოირჩევა. შოუში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მოდელებმა, როგორებიც არიან ჯოან სმოლსი, ლუნა ბაილი, ბირჯიტ კოსი, გრეის ელიზაბეტი, ტეილორ ჰილი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ბლანკა პადილა და მეგან როში. როგორც ყოველთვის, რალფ ლორენის მოდების ჩვენება გამოირჩეოდა არამხოლოდ დახვეწილი სამოსით, არამედ შოუს კლასიკური გაფორმებითა და მუსიკის გემოვნებიანი ელემენტებით. შოუ კლასიკური დეტალებით და მუსიკის გემოვნებიანი ელემენტებით იყო გაფორმებული. დიზაინერის ახალ კოლექციაში ძირითადად შავი, თეთრი, წითელი და ლურჯი ფერები დომინირებდა. 

კომენტარები

კომენტარი