კინო სტილი, დიზაინი

ნახეთ: საუკეთესო ლუქები ვენეციის კინოფესტივალიდან

7 სექტემბერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უძველესი საერთაშორისო ფესტივალი, ვენეციის კინოფესტივალი დასრულდა.

ფესტივალის მთავარი პრიზი, “ოქროს ლომი”, წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, ტოდ ფილიპსის ფილმმა, “ჯოკერმა” მიიღო. ფილმის პრემიერა, სწორედ, ვენეციის ფესტივალზე შედგა, სადაც მაყურებლის აპლოდისმენტები 10 წუთის განმავლობაში არ შემწყდარა.

“ვერცხლის ლომი” მიიღო რეჟისორ რომან პოლანსკის ფილმმა “ოფიცერი და ჯაშუში”.

საუკეთესო რეჟისორად დასახელდა შვედი როი ანდერსონი, ფილმისთვის “უსასრულობის შესახებ”.

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღო ჩინელმა რეჟისორმა, იუნფანმა, ფილმისთვის “სახლი N7 ჩერი ლეინზე”.

ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ფრანკო მარესკომ, სატირული დოკუმენტური ფილმისთვის “მაფია უკვე აღარაა ის, რაც იყო ადრე”.

ფესტივალის პრიზი, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის ავსტრალიელ ტობი უოლესს ერგო, ფილმისთვის “სარძევე კბილები”.

საკონკურსო სექცია “ჰორიზონტში” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში უკრაინელი რეჟისორის, ვალენტინ ვასანოვიჩის ფილმმა, “ატლანტისმა” გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ამავე საკონკურსო პროგრამაში იყო ნაჩვენები ქართველი რეჟისორის, დიმიტრი მამულიას ფილმი, სახელწოდებით “ბოროტმოქმედი”.

საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის, ფესტივალის ჯილდო, “ახალგაზრდა ლომი”, რეჟისორ ამიად აბუ ალალას ერგო, ფილმისთვის “შენ 20 წლის ასაკში მოკვდები”.

ყველაფერი ზემოაღნიშნული ამ გრანდიზული ფესტივალის მთავარი მხარეა, მაგრამ მეორე მხარეც არანაკლებ საინტერესოა. ეს მსახიობებისა და ვარსკვალვების ჩაცმულობაა. გთავაზობთ ფოტოკოლექციას, სადაც ნახავთ საუკეთესო ლუქებს ვენეციის კინოფესტივალიდან.

"The King" Red Carpet - The 76th Venice Film Festival
ჰაიდერ აკერმანი
შანელი
არმანი
ჟივენში
გუჩი
რალფ & რუსო
ჟაკმუსი
ვალენტინო
ჟივენში
სელინი

კომენტარები

კომენტარი