კინო

სერიალში “გვირგვინი” მარგარეტ ტეტჩერის როლს ჯილიან ანდერსონი შეასრულებს

როგორც იცით, სერიალ “გვირგვინის” მესამე სეზონი ნოემბერში გამოდის. სერიალის ოფიციალური Twitter-ის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს ჯილიან ანდერსონი შეასრულებს.

“ბედნიერი ვარ, რომ “გვირგვინის” სამსახიობო შეამდგენლობაში ვარ. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა განვასახიერო ეს რთული და წინააღმდეგობრივი თვისებების ქალი. ტეტჩერის გავლენა უზარმაზარი იყო, მაგრამ მე ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ მის დაფარულ მხარეებს ჩავწვდები. მიყვარს ეს ლეგენდა, რომელმაც შექმნა და განსაზღვრა მთელი ერა… რომელსაც აღმერთებდნენ და რომელიც სძულდათ ერთდროულად” – აღნიშნა მსახიობმა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სერიალში პრინცესა დიანას როლს ემა კორინი შეასრულებს. პრინცესა დიანაც, ისევე როგორც მარგარეტ ტეტჩერი, სერიალის მეოთხე სეზონში გამოჩნდებიან.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მესამე სეზონის პრემიერა Netflix-ზე 17 ნოემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი