საშემსრულებლო ხელოვნება

ნინო ქათამაძე: “ძალიან მიყვარს რუსი მსმენელი”

მომღერალმა ნინო ქათამაძემ უკრაინულ ტელეარხ 1+1-თან საუბარში რუსეთში კონცერტების შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, რამდენად რთული აღმოჩნდა ეს გადაწყვეტილება, ქათამაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

„ეს არის ფაქიზი, ფრთხილი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არა მხოლოდ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში, არამედ ორ ქვეყანას, ხალხებს შორის ურთიერთობებში. ჩემი გადაწყვეტილების მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს რუსი მსმენელი“, – განაცხადა ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, ნინო ქათამაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მომიტინგეების მოთხოვნებს სრულად იზიარებდა და ამბობდ, რომ ეს მისი ბლო კონცერტი იყო რუსეთში.

“ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემ მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ, მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული. ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.” – წერდა ქათამაძე.

აღნიშნულ განცხადების, რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი პუშკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ნინო ქათამაძეს, რუსეთში ჩასვლა საერთოდ უნდა აეკრძალოს. ეს განცხადება მან ფედერალური საბჭოს სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, იმ ფონზე რომ ქათამაძე რუსეთში კონცერტებით ფულს გამოიმუშავებს, მისი რუსოფობიული განცხადებები ამორალური და ცინიკურია.

კომენტარები

კომენტარი