კინო

ჯოკერი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია

2019 წლის ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი ტოდ ფილიპსის ჯოკერმა მოიგო. ფესტივალი დღეს, 7 სექტემბერს დაიხურა. პრიზის გარეშე დარჩა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ხუაკინ ფენიქსი, საუკეთესო მამაკაცი მსაბიობის ნომინაციაში ლუკა მარინელიმ გაიმარჯვა, ჯეკ ლონდონის მარტინ იდენის ეკრანიზაციაში.

დიდი ჟიურის პრიზის მფლობელი რომან პოლანსკის ფილმი, ჯაშუში და ოფიცერი გახდა. ვერცხლის ლომი მოიგო, როი ანდერსონის ფილმმა, “უსასრულობის შესახებ. საუკეთესო ქალ მსახიობად არიანა ასკარიდი დასახელდა. 

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: კინოს ისტორიკოსი და კრიტიკოსი, კრის ჰანდლინგი, მსახიობი სტეისი მარტინი, რეჟისორი მერი ჰერონი, კინოოპერატორი როდრიგო პრიეტო, რეჟისორები: სინია ცუკამოტო და პაოლო ვირძი.

“ჯოკერის” სიუჟეტი 80-იანი წლების გოთემში ვითარდება. მთავარი გმირი, არტურ ფლეკი კლოუნია დაქირავებით, რომელიც სთენდ-აფ კომიკოსობაზე ოცნებობს და თავისი ადგილის პოვნას უშედეგოდ ცდილობს. ის ცდილობს შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, მაგრამ ცხოვრება დარტყმას დარტყმაზე აყენებს. მისი მოთმინება იწურება და ერთხელაც გადაწყვეტს, გამოსცადოს ახალი გზა, რომელიც მას, საბოლოოდ, სადისტ კლოუნად აქცევს.

ვენეციის კინოფესტივალი 1932 წელს დაარსდა. საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია.

კომენტარები

კომენტარი