საშემსრულებლო ხელოვნება

დიანა ღურწკაიამ პუტინის პარტიის მხარდამჭერი სიმღერა “მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატს” შეასრულა

მომღერალმა დიანა ღურწკაიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად იმღერა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სიმღერას, რომელიც ღურწკაიამ ანდრეი მეტელსკის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ კონცერტზე შეასრულა, „მე ვერ ვხედავ სხვა კანდიდატებს“ ჰქვია.

სიმღერის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბმა გამოაქვეყნა.

რუსული გამოცემა esquire.ru წერს, რომ ღურწკაიას შესრულებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ღონისძიების ორგანიზატორების იდეა არაეთიკურად მიიჩნიეს და ნაწილმა თავად ღურწკაიაც გააკრიტიკა.

მოსკოვში დუმის არჩევნები ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება. 

კომენტარები

კომენტარი