შემოქმედებითი ინდუსტრიები

კარა დელევინი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია

ინგლისელი მოდელი და მსახიობი, კარა დელევინი, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს.

27 წლის მოდელმა, გასულ წელს, 21,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა, რაც ორჯერ მეტია მის 2017 წლის შემოსავალზე. გამოდის, რომ დელევინის დღიური შემოსვალი 59 ათასი ფუნტი სტერლინგია.

მოდელმა თავისი შემოსავლების მაჩვენებლით გაუსწრო ისეთ სუპერმოდელებს, როგორებიც არიან: ქეით მოსი (9 მილიონი ფუნტი სტერლინგი) და Victoria’s Secret-ის ყოფილი მოდელი როუზი ჰანტინგტონი (8 მილიონი).

დელევინმა ცოტა ხნის წინ გამოცემა Independent-თან საუბარში აღნიშნა, რომ მოდის ინდუსტრიიდან წასვლაზე ფიქრობს, რადგან უნდა, მთელი დრო სამსახიობო კარიერას დაუთმოს.

მოდელის სამსახიობო კარიერა 2012 წლიდან იწყება. პირველი ფილმი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო იყო “ანა კარენინა” (2012). მთავარი როლი, პირველად, ფილმში “ქაღალდის ქალაქები“ (2015) მიიღოო, სადაც მარგო როთ სპიგელმენის როლი ითამაშა. შემდეგ, გადაიღეს ფილმში “ლონდონის ველები“. მონაწილეობდა, აგრეთვე, ფილმში “თვითმკვლელთა რაზმი“. 2017 წელს კი, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლუკ ბესონის ფილმში – “ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“.

კომენტარები

კომენტარი