საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინეთ: ქართული როკ-ჯგუფი Mechanical Rainbow ახალ კომპოზიციას აქვეყნებს

ქართულმა როკ–ჯგუფმა Mechanical Rainbow 29 მარტს ახალი კომპოზიცია The Seekers Of Fortune გამოაქვეყნა.

დამწყები ჯგუფისთვის ეს რიგით მე–5 კომპოზიციაა. მათ უკვე გამოქვეყნებული აქვთ ოთხი ნამუშევარი, რომელსაც ქართველ მსმენელში ფართო გამოხმაურება უკვე მოჰყვა.

5 მუსიკოსისგან შემდგარი ბენდი 2018 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა და პროგრესული როკის, ინდი როკისა და ალტერნატიული როკის შორის დაფუძნდა.

“პრიორიტეტი იყო შეგვექმნა საკუთარი სიმღერები, რომელებზეც გამუდმებით ვმუშაობთ. ამ დრომდე უკვე 30-მდე სიმღერა გვაქვს, რომლებსაც ეტაპობრივად ჩავიწერთ და განვათავსებთ ინტერნეტსივრცეში. გვქონდა პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ლაივი, რომელმაც უხარვეზოდ ჩაიარია და მეტი მოტივაცია მოგვცა.” – განუცხადეს “არტნიუსს” ჯგუფის წევრებმა.

სიმღერების მიქსინგს პროდიუსერი ირაკლი მარგიშვილი (Progenol)  უძღვება. ვოკალი/რიტმ გიტარა დავით დონაძეს, ლიდ გიტარა დავით შავდათუაშვილს, ბასი ცოტნე ბაღდავაძეს, კლავიში ნინი ბენდიანიშვილს, დრამი კი გივი ინანიშვილს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი