სტილი, დიზაინი

ბრიტანელმა არტისტმა შექმნა მაგიდა, რომელიც ანაბეჭდს ინახავს

სოციალურ ქსელებში, კაფეებში, მაღაზიებსა თუ ფილმებში, ჩვენ ყველას გვინახავს ორიგინალური ავეჯი, კრეატიული შოურუმები, დასაკეცი და გასაშლელი გარნიტური, ცნობილი მხატვრების ფერებით გაფორმებული ოთახები, მუყაოთი და ქაღალდით გაკეთებული სავარძლები, მაგრამ სოციალურ ქსელ Tumblr-ში გამოჩენილმა მაგიდისა და სკამის ფოტოებმა საზოგადოების აღფრთოვანება მაინც შეძლო.

ამ მაგიდისა და სკამის კომპლექტი ბრიტანეთში მცხოვრებმა ოქსფორდელმა დიზაინერმა, ჯეი უოტსონმა შექმნა, რომელიც შთაგონებულია იმ იდეით, რომ “ნებისმიერი ობიექტის ჩრდილი ისეთივე საინტერესოა, როგორც თავად ობიექტი”.

მაგიდა და სკამები დაფარულია თერმოქრომული ფინიკით, რომელიც მასზე შეხებისას სითბოს ნებისმიერ სახეობას ირეკლავს და ინახავს.

როგორც უცხოურ გამოცემებში წერია, მხატვრის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, ავეჯის რეპროდუქციული ფუნქციის, მეორე მხრივ კი იმის ჩვენება იყო, თუ რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია ყველაფერზე, რასაც ვეხებით.

კომენტარები

კომენტარი