საშემსრულებლო ხელოვნება

ნახეთ: მთავრობის მომავალ წევრებს პარლამენტში Moku T-ს სიმღერა “გამოდი გარეთ” მოასმენინეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, მინისტრობის კანდიდატებს მოასმენინეს 20 ივნისის დარბევის შემდეგ შექმნილი Moku T-ს საპრტოტესტო სიმღერა, – ამის შესახებ netgazeti წერს.

ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ თავისი შესავალი სიტყვა ამ სიმღერის ჩართვის დაიწყო და თქვა, რომ პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან მოსახლეობას სწორედ ეს კითხვა აქვს.

ჯგუფ MokuMoku-ს წევრმა ტატო რუსიამ, ფსევდონიმით აღნიშნული კომპოზიცია პარლამენტთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაავრცელა. ნამუშევარში მუსიკოსი ქვეყნის მოქალაქეებს პროტესტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში 4 სექტემბრიდან უსმენენ. აღნიშნული მოსმენების შემდეგ 8 სექტმებერს უნდა გაიმართოს კენჭისყრა მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი