კინო

ნახეთ: როგორი იყო ნამდვილი თანოსი “შურისმაძიებლების” გადაღებებისას

დიზაინერულმა სტუდიამ, Ironhead-მა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე “შურისმაძიებლების” 2012 წლის გადაღებებიდან მთავარი ანტიგმირის, თანოსის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც იცით, ფილმში ბოროტი ტიტანის როლს მსახიობი დემიონ პუატიე ასრულებდა.

გმირის დიზაინი ხოსე ფერნანდესმა შექმნა. მას ეკუთვნის, აგრეთვე, თანოსის ჩაფხუტი და ჯავშანიც. შურისმაძიებლების მთავარი მოწინააღმდეგის გრიმზე კი დიზაინერმა ტომ ფლოუტცმა იმუშავა.

როგორც იცით, “შურისმაძიებლებში” თანოსის როლს დემიონ პუატიე ასრულებდა, შემდეგ კი მისი როლი ჯოშ ბროლინს გადაეცა, რომელიც ბოროტი ტინტანის როლში, პირველად, “გალაქტიკის მცველებში” ვიხილეთ. პუატიეს მიერ განსახიერებული თანოსისგან განსხვავებით, ბროლინის ვერსია მთლიანად კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით იყო შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი