სტილი, დიზაინი

თაკო ნაცვლიშვილი ავსტრალიური გამოცემის გარეკანზეა

ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ამჯერად ავსტრალიური გამოცემის, Wish-ის სექტემბრის ნომრის გარეკანს ამშვენებს.

გამოცემის ძირითადი თემატიკა მოდა და მოგზაურობაა, სექტემბერში კი, მთავარი აქცენტი იტალიაში მოგზაურობაზე გაკეთდება. შესაბამისად, მკითხველი ჟურნალში ქვეყნის მთავარ ტურისტულ დანიშნულების ადგილებში იმოგზაურებს.

ამ ეტაპზე ფოტოსესიიდან მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე ფოტოები ვვრცელდება, რომლებსაც 20 წლის მოდელი საკუთარი სოციალური ქსელებით ყოველდღიურად გვთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი