საშემსრულებლო ხელოვნება

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა დაასრულა

ამერიკელმა მომღერალმა, ნიკი მინაჟმა, საკუთარ თვითერ გვერდზე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

36 წლის მომღერალმა კარიერის დასრულების მიზეზად ოჯახი დაასახელა. მისი თქმით, მას უნდა, რომ მთელი დრო ოჯახს დაუთმოს. მანამდე, ნიკი მინაჟმა თავის ბოიფრენდთან, კენეტ პეტისთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე დაქორწინებას აპირებენ.

“გადავწყვიტე, კარიერა დავასრულო და ოჯახი შევქმნა. ვიცი, რომ ეს ბევრს გაუხარდება. ჩემს თაყვანისმცემლებს ვთხოვ, რომ სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემი ტრეკების რეპვა გააგრძელონ. სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებით”, – წერს მინაჟი.

ნიკი მინაჟი თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებელია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს, გამოცემა Time-მა არტისტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.  

მინაჟი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ბიონსე, რიანა, მადონა, ბრიტნი სპირსი, დავიდ გეტა, ჯესი ჯეი, არიანა გრანდე, კეტი პერი და სხვები.

მომღერალი სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო Grammy Awards-ზე, მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის: American Music Awards-ი, BET Awards-ი, MTV Video Music Awards-ი, Billboard Music Awards-ი, MTV Europe Music Awards-ი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი