ლიტერატურა

პოლ მაკარტნიმ საბავშო წიგნი გამოსცა

ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის, The Beatles-ის ერთ-ერთმა წვერმა, პოლ მაკარტნიმ, საბავშვო ილუსტრირებული წიგნი გამოსცა, სახელწდებით, “Hey Grandude!”. ინფორმაცია ამის შესახებ მუსიკოსის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მაკარტნის ზღაპარი გვიყვება ბაბუასა და შვილიშვილებზე, რომლებსაც ჯადოსნური კომპასი აქვთ. გამოცემა Puffin-მა მის მთავარ გმირს ჩვენი დროის მერი პოპინსი უწოდა.

წიგნის სახელწოდება ითარგმნება, როგორც “ჰეი, ბაბუა”. მისი ავტორის თქმით, სახელწოდება Grandude მის შვილიშვილებს ეკუთვნით. “ერთხელ მომმართეს ასე და ეს სახელი მაშინვე დამამახსოვრდა” – აღნიშნა მუსიკოსმა.

წიგნის პრეზენტაცია, დღეს, ლონდონში გაიმართება. მას საზოგადოებას, სწორედ, პოლ მაკარტნი წარუდგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკოსის წიგნი აუდიო ფორმატშიც გამოვა.

კომენტარები

კომენტარი