კინო

ნახეთ: “ცუდი ბიჭების” მე-3 ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა

ამერიკული კომპანია Sony Pictures-ი იუთუბის არხზე ცნობილი კრიმინალური კომედიის სიქველის Bad Boys for Life-ის ოფიციალურ ტრეილერს ავრცელებს.

ახალი ფილმი მაიამის პოლიციის დეპარტამენტისა და ელიტური AMMO დაჯგუფების საქმეზეა კონცენტრირებული. ისინი ცდილობენ, ნარკო კარტელის არმანდო არმა დააკავონ, რომელიც ცივსისხლიანი მკვლელია, საშინელი ხასიათით. არმანდოს დედამისი მაიკლ ლოვერის (უილ სმიტი) მოსაკლავად აგზავნის.

ფილმის რეჟისორია ადილ ელ არბი და ბილ ფალა. ფილმში მთავარ როლშია უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი.

ფილმის მესამე ნაწილის პრემიერა 2020 წლის 17 იანვარს არის დაგეგმილი. 

კომენტარები

კომენტარი