კულტურა

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სფეროს გამოყოფას მხარს უჭერს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სფეროს გამოყოფას მხარს უჭერს. მისი თქმით, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ორი უწყების გაერთიანება ხდებოდა, ის წინააღმდეგი იყო მსგავსი ინტეგრაციის, რადგან, მოსალოდნელი იყო გარკვეული ბარიერები.

“თუკი მთავრობის დონეზე მოხდება პოზიციის შეჯერება, მე მხოლოდ ხელს შევუწყობ კულტურის სფეროს გამოყოფას გაერთიანებული უწყებიდან. საქართველო, ისევე როგორც დიდი ცივილიზაციის ქვეყნები, სადაც განსაკუთრებული ღირებულებისაა კულტურული მემკვიდრეობა, ვფიქრობ, უკეთესად იქნება წარმოჩინებული, როგორც კულტურის კონკრეტული დარგების განვითარებისთვის, ასევე ტურიზმის ათვისებისთვის” ,- განაცხადა მარიამ ჯაშმა პალიტრანიუსთან.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებების შედეგად ინტეგრირებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, კულტურის მინისტრი კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება.

კომენტარები

კომენტარი