ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

მოდის ფოტოგრაფი პიტერ ლინდბერგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი ფოტოგრაგი, პიტერ ლინდბერგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ფოტოგრაფი იყო.

ლინდბერგი ფოტოგრაფიით 1971 წელს დაინტერესდა, როცა გერმანელი ფოტოგრაფის, ჰანს ლუქსის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ორ წელიწადში საკუთარი სტუდია გახსნა დუსელდორფში, 1978 წელს კი, როდესაც მშობლიურ გერმანიაში მისმა ცნობადობამ და გავლენამ პიკს მიაღწია, პარიზში გადავიდა და შეუერთდა იმდროინდელ ლეგენდებს: ჰელმუტ ნიუტონს, გაი ბორდინს და ჰანც ფიურერს.

1988 წელს ლინდბერგი უკვე საერთაშორისოდ შემდგარი ფოტოგრაფი იყო, მას შემდეგ რაც დამწყები მოდელები პლიაჟზე თეთრ პერანგებში თავისუფალ სიტუაციაში და უმაკიაჟოდ გადაიღო. 

პიტერი წარმოშობით გერმანიიდან, პოლონეთის ქალაქ ლესნოში დაიბადა 1944 წელს. პიტერმა მოდის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე მალევე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მხოლოდ ცნობილი გამოცემებისთვის იღებდა ფოტოებს. ლინდბერგი მუშაობდა და უღებდა ისეთ ტოპმოდლებს, როგორებიცაა ლინდა ევანგელისტა, სიდნი კროუფორდი, კეიტ მოსი. მისი ფოტოები იბეჭდებოდა ჟურნალებში Harperʼs Bazaar-ი, Vogue-ი, Vanity Fair-ი, Rolling Stone-ი.

დაათვალიერეთ ლინდბერგის ნამუშევრები:

Image may contain: one or more people, people standing, people walking, night and outdoor
Image may contain: 1 person, sky, child, closeup and outdoor
Image may contain: one or more people
Image may contain: ocean, sky, cloud, outdoor, nature and water
peter lindbergh photogrpahy-ის სურათის შედეგი
peter lindbergh photogrpahy-ის სურათის შედეგი


კომენტარები

კომენტარი