ვიზუალური ხელოვნება

14 სექტემბერს თბილისის ფოტო ფესტივალი გაიმართება

თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება “ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეათედ გაიმართება და თბილისელებს, ისევე როგორც დედაქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ, ერთი ღამის განმავლობაში თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიების პარტნიორია ცნობილი არლის ფესტივალი (საფრანგეთი).

წელს ფოტოგრაფიის ღამე მუშტაიდის ისტორიულ პარკში იმართება.

“ღონისძიების მრავალათასიან აუდიტორიას არა მხოლოდ თანამედროვე ფოტოგრაფიით, არამედ ძველი თბილისის ამ მრავალი მითით მოცული ადგილით მოხიბვლის შესაძლებლობაც მიეცემა.” – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

არლის ფოტო ფესტივალის პროგრამის გარდა, ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაში ნაჩვენები იქნება 300-მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი, მათ შორის იქნება ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფების სერიები, რომლებიც საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში 2019 წლის მანძილზე განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ასახვას. სხვადასხვა ინსტიტუციები, ჟურნალები და დამოუკიდებელი ფოტოგრაფები საიუბილეო, მეათე ფოტოგრაფიის ღამეს ქმნიან.

ფესტივალზე პირველად იქნება წარმოდგენილი CAP Prize, რომელიც თანამედროვე აფრიკული ფოტოგრაფიის ჯილდოა, გალერეა Berlinskej model, ოდესის ფოტო დღეები და სხვა.

14 სექტემბერს ფოტოგრაფიის ღამის არტისტი Kordz მუსიკალურად გააფორმებს. გარდა ამისა, მოეწყობა შეხვედრა ირაკლი ბითაძესთან თემაზე “მუშტაიდის ბაღის ისტორია”.

კომენტარები

კომენტარი