კინო

Biaff-ის პრესკონფერენცია გაიმართა

ბათუმის საერთაშორისო კონოფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნულ კინოცენტრში მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა კინოფესტივალის სრული პროგრამის წარდგენა.

პრეს კონფერენციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე, ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, ინდუსტრიული პროგრამა “ალტერნატიული ტალღის” ორგანიზატორი თინათინ ყაჯრიშვილი და ფესტივალის მონაწილე ქართველი რეჟისორები ესწრებოდნენ.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა. იგი წელს ბათუმში 15-22 სექტემბერს ჩატარდება.

ინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ხოლო ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია.

წელს საპატიო პრიზს ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორს პოლ შრეიდერს გადასცემენ. ტრადიციულად ფესტივალზე სამი საკონკურსო პროგრამა იქნება: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ამ ეტაპზე უცნობია საკონკურსო სექციაში მონაწილე ფილმები.

BIAFF-ს მიზანია იყოს საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, რომელიც მიმართულია კულტურული ინტეგრაციის და თანამშრომლობისაკენ ქართული და უცხოური საავტორო და არაკომერციული ფილმების კინოჩვენების ორგანიზების მეშვეობით.

ფესტივალი საშუალებას აძლევს ცნობილ კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოკრიტიკოსებს შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები კინოს სფეროში მოღვაწე კოლეგებს. ფესტივალი არის ასევე კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი კინომოყვარულებისთვის გაეცნონ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და ნახნონ ახალი ფილმები.

კომენტარები

კომენტარი