ვიზუალური ხელოვნება

მთვარე თუ რიგითი ქუჩა – ინდოელი არტისტი გზაზე ორმოებს ებრძვის [ვიდეო]

ცხოვრება ხანმოკლეა, ყველა სადღაც მივიჩქარით და რაღაცის მოსწრებას ვცდილობთ. ალბათ, ამიტომ შექმნა ადამიანმა ტრანსპორტი და ჩვენც ამ მიზნით ვყიდულობთ მას, თუმცა, როცა გვეჩქარება ჩვენი ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გზაზე არსებული ორმოებია.

ცნობილმა ინდოელმა მხატვარმა და ქუჩის არტისტმა, ბადაალ ნანჯუნდასვამმა გადაწყვიტა კრეატიული გზით შეებრძოლოს ამ პრობლემას – ის მას სამგანზომილებიან ნახატებში აქცევს და ასე აჩვენებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას თუ რამხელა პრობლემაა ერთი შეხედვით უწყინარი ორმო.

ზემოაღნიშნული პროექტის ყველაზე ცნობილი ნაწილი ვიდეო გახდა, რომელშიც არტისტი ასტრონავტის ფორმით მთვარეზე სიარულს იმიტირებს. 2 მილიონამდე ადამიანმა 1-წუთიან ვიდეოში შეიტყო, რომ სინამდვილეში ეს მთვარე კი არა, ქალაქ ბენგალურის ერთ-ერთი რიგითი ქუჩაა.

კომენტარები

კომენტარი