საშემსრულებლო ხელოვნება

მოუსმინე: ზაზა ნოზაძემ ახალი კომპოზიცია “როცა ბედნიერი ხარ” გამოაქვეყნა

ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა არტისტმა ზაზა ნოზაძემ, სასცენო ფსევდონიმით Sf-x, ახალი კომპოზიცია “როცა ბედნიერი ხარ” გამოაქვეყნა. 

ჰიპ-ჰიპ ნაწარმოები არტისტის ოფიციალურ იუთუბის არხზე გუშინ, 2 სექტემბერს გამოქვეყნდა და უკვე 30,000-ზე მეტი ნახვა აქვს.

ნამუშევრის პროდიუსერი ბათუმელი მუსიკოსი Omar’K გახლავთ.

Sf-x – სფინქსი ზაზა ნოზაძის პროექტია, რომელიც 2010 წლიდან ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს ახალ ტრეკებს ინტენსიურად სთავაზობს. ზაზა ნოზაძე ფართო საზოგადოებამ ტრეკებიდან “უვაზელინოდ” და “ჩემი ქალაქი” გაიცნო.

კომენტარები

კომენტარი