საშემსრულებლო ხელოვნება

Tbilisi Piano Fest: “ბორის ბერეზოვსკს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღევანდელი გამოსვლა არ ექნება”

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის განცხადებით, პიანისტ ბორის ბერეზოვსკის დღევანდელი კონცერტი აღარ გაიმართება. ამის მიზეზად ცნობილი ვირტუოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება.

ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ, ვისაც ბილეთი ელექტრონულად აქვთ შეძენილი, თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ.

სალაროში შეძენილი ბილეთების მფლობელებს ვთხოვთ, მიმართონ შესაბამის სალაროებს. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 2019 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. დღევანდელი საღამოს სასიამოვნოდ გატარების მსურველებს კი 18:30 საათზე გთავაზობთ ბრწყინვალე პიანისტის, ალექსეი ვოლოდინის კონცერტს, რომელზეც შესრულდება სხვადასხვა კომპოზიტორთა საფორტეპიანო ფანტაზიები. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და აქვე გაცნობებთ, რომ 7 სექტემბერს, ფესტივალის დახურვისთვის გიმზადებთ სასიამოვნო სიურპრიზს!” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1-7 სექტემბერს, ეროვნულ სასახლეში (რუსთაველის 6), თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველი საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST იმართება, რომლის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტები.

კომენტარები

კომენტარი