შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: როგორი იქნება ახალი IPhone-ი

სულ მალე, 10 სექტემბერს, კომპანია Apple სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების ახალ ხაზს წარუდგენს საზოგადოებას. პრეზენტაცია კომპანიის შტაბ-ბინაში, ე.წ. სტივ ჯობსის თეატრში იგეგმება.

უკვე ცნობილია, რომ პრეზენტაციაზე Apple სამ ახალ აიფონს წარადგენს. ესენია: XS, XS Max და XR.

რაც შეეხება აიფონების ვიზუალს, ისინი მცირედით განსხვავდებიან 2018 წლის მოდელებისგან. iPhone XR 2-ს ექნება ორმაგი კამერის მოდული, XS 2 Max-ს კი სამმაგი. ეს მის მფლობელს მისცემს საშუალებას, გადაიღოს მაღალი ხარისხის ფოტოები, ფერების გაუმჯობესებული რეპროდუქციით. მთავარი გამოცანაა ისაა, როგორ განალაგებს ამ კამერებს Apple. დიზაინერები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

ბევრ ახალ ფუნქციასთან ერთად, აიფონის ახალ მოდელებს უსადენო დატენვის სისტემაც ექნებათ.

აიფონის ახალი მოდელების გარდა, 10 სექტემბერს, ახალი iPad-ების, უსადენო ყურსასმენების – AirPods-ისა და 16 დიუმიანი MacBook Pro-ს პრეზენტაციასაც ელოდებიან.

ამავე ღონისძიებაზე წარმოგვიდგენენ საოპერაციო სისტემების ახალ ვერსიებს: iOS 13-ს, iPadOS-ს, macOS Catalina-ს, watchOS 6-სა და tvOS 13-ს.

კომენტარები

კომენტარი