ლიტერატურა

ეტვუდი, რუშდი, შაფაქი – ბუკერის პრემიის შორთლისტი ცნობილია

ბუკერის საერთაშორისო პრემიის ოფიციალურმა წყარომ დღეს დაჯილდოების ნომინანტთა შორთლისტი გამოაქვეყნა.

შორთლისტში, რომელიც 6 წევრისგან შედგება, ცნობილი კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის, სალმან რუშდისა და ელიფ შაფაქის, ნიგერიელი მწერლისა და ლიტერატურის პროფესორის ჩიგოზია ობიომას, შოტლანდიაში მოღვაწე ამერიკელი მწერლის ლუსი ელმანისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ბრიტანელი მწერლის ბერნარდინო ევარისტოს ნამუშევრები გვხვდება.

ბუკერის პრემია ინგლისური ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ის ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა. 2019 წელს პრემიის ორგანიზატორებმა ჯილდოდ 50,000 ფუნტი სტერლინგი დააწესა, რომელიც ავტორსა და მთარგმნელზე თანაბრად განაწილდება. გამარჯვებული 14 ოქტომბერს გამოვლინდება.

მარგარეტ ეტვუდი (კანადა) – The Testaments

სალმან რუშდი (ბრიტანეთი/ინდოეთი) – Quichotte

ელიფ შაფაქი (ბრიტანეთი/თურქეთი) – 10 Minutes 38 Seconds in This Strange World 

ლუსი ელმანი (აშშ/ბრიტანეთი) – Ducks, Newburyport

ჩიგოზია ობიომა (ნიგერია) – An Orchestra of Minorities

ბერნარდინო ევარისტო (ბრიტანეთი) – An Orchestra of Minorities

კომენტარები

კომენტარი