კინო

ნახეთ: შარლიზ თერონის ახალი იმიჯი “ფორსაჟის” გადაღებებიდან

სამხრეთ აფრიკელმა მოდელმა და მსახიობმა, შარლიზ თერონმა, საკუთარ Twitter გვერდზე “ფორსაჟის” მეცხრე ნაწილის გადაღებებიდან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას ახალი იმიჯი აქვს მორგებული. ფილმში ის კიბერტერორისტია, რომელმაც, “ფორსაჟის” მერვე ნაწილის ფინალში დომინიკი აიძულა მისთვის ემუშავა და საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ წასულიყო.

“ის დაბრუნდა” – წერს მსახიობი ფოტოს აღწერაში.

“ფორსაჟის” მეცხრე ნაწილის სიუჟეტის დეტალები უცნობია. ვიცით ის, რომ ფილმში რამდენიმე ახალ პერსონაჟს ვიხილავთ, რომლებსაც ჯონ სინა, მაიკლ რუკერი და ანა სავაი განასახიერებენ.

ფილმის სცენარზე დენიელ კეისმა იმუშავა. რეჟისორი კი “ფორსაჟის” ოთხი ფილმის ავტორი, ჯანსიტ ლინია, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მრავალმილიონიან ფრენჩაიზს.

შეგახსენებთ, რომ “ფორსაჟის” მეცხრე ფილმის გადაღებები საქართველოშიც მინდინარეობს. ფილმის რამდენიმე მნიშვნელოვან სცენას თბილისსა და რუსთავში გადაიღებენ.

კომენტარები

კომენტარი