კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ჯული ენდრიუსს ვენეციის კინოფესტივალის საპატიო “ოქროს ლომი” გადაეცა

ბრიტანელმა მსახიობმა, ჯული ენდრიუსმა წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, “ოქროს ლომი” მიიღო, – ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Metro ავრცელებს.

თეატრალური მიუზიკლის, “ჩემი მშვენიერი ლედისა” და კინოფილმ “მერი პოპინსის” ვარსკვლავს აღნიშნული ჯილდო რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადასცა. 83 წლის მსახიობს მან XX-XXI საუკუნეების კერპი უწოდა. მსახიობმა, თავის მხრივ, ვენეციის კინოფესტივალი მსოფლიოს მთავარ კინოფესტივალად დაასახელა.

ჯული ენდრიუსს “მერი პოპინსში” შესრულებული როლისთვის “ოსკარი” აქვს მიღებული, ამ როლისთვის დაიმსახურა, ასევე, “ოქროს გლობუსისა” და BAFTA-ს ჯილდოები.

ვენეციის კინოფესტივალის საპატიო “ოქროს ლომის” მფლობელები, სხვადასხვა დროს გახდნენ კინოს ისეთ ლეგენდები, როგორებიც არიან: ჩარლი ჩაპლინი, ორსონ უელსი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნა და 7 სექტემბრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი