საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა [ფოტო]

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი პიანის ელისო ბოლქვაძის კონცერტით გაიხსნა. ფესტივალი მეშვიდედ იმართება, თუმცა წელს ახალი სახელწოდებით. 

ფესტივალში მონაწილეობა სპეციალურად მოწვეულმა ცნობილმა იტალიელმა გიტარისტმა კლაუდიო მანსუტიმ მიიღო.

ბათუმის ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია ხელმძღვანელობდა. კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ხოაკინ როდრიგოსა და კამილ სენ სანსის კლასიკური შედევრები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის მიღება გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერის ლაშა დევდარიანის კოსტუმების გამოფენა მოეწყო.

ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მაღალი პატრონაჟით ტარდება. ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს გამართავს.

ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება. 

კომენტარები

კომენტარი