ვიზუალური ხელოვნება

ნახეთ: 10 წლის თვითნასწავლი მხატვრის, გიორგი გველესიანის ნამუშევრები

გიორგი გველესიანი 10 წლის თვითნასწავლი მხატვარია რუსთავიდან.

როგორც ახალგაზრდა შემოქმედის მშობელმა “არტნიუსს” განუცხადა, ის 1 წლის ასაკიდან ხატავს და მისთვის ეს არავის უსწავლებია.

აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედება უკვე 200-ზე მეტ ნახატს ითვლის, რომელთაგანაც უმრავლესობის მთავარი თემა აბსტრაქციაა.

გიორგი ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორია. მან წელს მონაწილეობა მიიღო ბათუმის არტ ფესტივალზე “არგანი”, სადაც როგორც ქართველის, ისე უცხოელი დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა.

გიორგი შემოთავაზებების მიუხედავად ამ ეტაპისთვის თავის ნამუშევრებს არ ჰყიდის, თუმცა 2020 წლისთვის პირველ გამოფენა-გაყიდვის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი