ლიტერატურა

ვატიკანის ლეგენდარული ბიბლიოთეკა დიგიტალიზებულია

გამოცემა Aleteia-ს ცნობით, ვატიკანის ლეგენდარული ბიბლიოთეკის დიგიტალიზება მოხდა. 75,000 კოდექსი, 85,000 ინკუნაბულა და მილიონობით წიგნი ინტერნეტში უკვე ხელმისაწვდომია.

კოდექსებისა და ევროპაში მე-16 საუკუნემდე შექმნილი წიგნების გაციფრულება სკანირებით მოხდა. მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ამ მისამართზე დაკლიკებითაა შესაძლებელი: https://digi.vatlib.it/

შეგახსენებთ, რომ ვატიკანის ბიბლიოთეკა ფლობს შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის ხელნაწერების უმდიდრეს კოლექციას. ბიბლიოთეკა დაარსებულია XV საუკუნეში, რომის პაპ ნიკოლოზ V-ის მიერ. ამჟამად მისი ფონდი მოითვლის 1 600 000 დაბეჭდილ წიგნს, 150 000 მანუსკრიპტს, 100,000-ზე მეტ გრავიურასა და გეოგრაფიულ რუკას, 300,000 მონეტასა და მედალს.

კომენტარები

კომენტარი