კულტურა ლიტერატურა

ფრედერიკ ბეგბედერი: “გაატარე შემოდგომა საქართველოში”

ლეგენდარული ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ონლაინ კამპანიას “გაატარე დრო საქართველოში” უერთდება.

ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გავრცელდა, მწერალი საზოგადოებას მოუწოდებს შემოდგომა საქართველოდი გაატარონ.

“ჩემი სახელია ფრედერიკ ბეგბედერი და მე მაქვს შეტყობინება შენთვის. გაატარე შემოდგომა საქართველოში” – ამბობს ის.

ამ კამპანიასთან დაკავშირებით Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში, რომელშიც თითქმის 300 ათასამდე ადამიანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტებსა და სოცქსელების მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ 1 სექტემბრიდან გამოიყენონ ახალი ჰეშთეგი #SpendYourAutumninGeorgia და #Spend4SeasonsinGeorgia.

კომენტარები

კომენტარი