სტილი, დიზაინი

ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის სამოსით დააფიქსირეს

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ჯენიფერი ლოპესი, ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის, იგიგვე David Koma-ს კაბით დააფიქსირეს. მომღერალმა დავით კომახიძის დიზაინით შექმნილი მოკლე, რძისფერი კაბა მოირგო.

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერი ლოპესი David Koma-ს კაბებით ხშირად ჩნდება. ცოტა ხნის წინ, მომღერალს ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი შავი, თვლებით გაწყობილი კაბა სიმღერა Medicine-ს ვიდეორგოლში ეცვა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ცნობილი ვარსკვლავები დევიდ კომას ირჩვენენ. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, პელელოპე კრუზი, ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, კამერონ დიასი, ჰოლი ბერი და სხვები.

დავით კომახიძე ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერია. ის პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მას ლონდონში საკუთარი ბრენდი David Koma აქვს, რომელიც 2009 წელს დააარსა. 

კომენტარები

კომენტარი