ლიტერატურა

ვარლამ ჯმუხაძე – ბავშვების საყვარელი ილუსტრატორი

ექიმი ვაივიში“ – ილუსტრაცია

© სულაკაურის გამომცემლობა

თუ წიგნის მაღაზიებში საბავშვო თაროს გადაათვალიერებთ, კორნეი ჩუკოვსკის ლექსების ახალ გამოცემას აღმოაჩენთ. ჩუკოვსკის „აიბოლიტი“, (ამ გამოცემაში მას ვაივიში ჰქვია), „მუხა-ცაკატუხა“ (ბუზი-ბუზანკალი) და „ტელეფონი“, რომელიც ხან ნიანგებს უგზავნის ბოტებს და ხან ბეჰემოთი ამოჰყავს ჭაობიდან, ბევრი მშობლისთვის უსაყვარლესი, ნოსტალგიური პერსონაჟები არიან. სწორედ ეს პერსონაჟები და მათი ამბები გააცოცხლა ვარლამ ჯმუხაძემ „საბავშვო ბიბლიოთეკისთვის“. აღმოჩნდა, რომ ვარლამის ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ჩუკოვსკი ყოფილა და ალბათ ამიტომაც მხატვარმა განსაკუთრებული ენთუზიაზმით იმუშავა ახალ გამოცემაზე. მის ილუსტრაციებს ავტორის ეპოქის შესაფერისი „ვინტაჟური“ ელფერი დაჰკრავს და ამავე დროს, ფერადოვნებით, სიხალისითა და იუმორით თანამედროვე ბავშვებსაც ხიბლავს. 

სხვათა შორის, როგორც „სულაკაურის გამომცემლობაში“ ამბობენ, არანაკლებ რთული ამოცანა იყო ამ კრებულის გადმოქართულება – ჩუკოვსკის შემოქმედება ხომ უმეტესობას რუსულად ახსოვს. თუმცა გამომცემლობაში ფიქრობენ, რომ გაუმართლათ – ქართული თარგმანი ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო მთარგმნელსა და პოეტს, ციცო ხოცუაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ეს ლექსები წლების წინ თავისი ქალიშვილისთვის უთარგმნია.

„ექიმი ვაივიში“ – ილუსტრაცია

© სულაკაურის გამომცემლობა

ვარლამ ჯმუხაძე უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს „სულაკაურის გამომცემლობასთან“. მისი ილუსტრაციებით სერიაში „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ არანაკლებ ცნობილი და მნიშნველოვანი წიგნები გამოიცა. „ინგლისელი აიბოლიტიც“ (ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჰიუ ლოფტინგის „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“) სწორედ ვარლამმა გააცნო ქართველ ბავშვებს. როგორც ამბობენ, „დულიტლის“ მიხედვით შექმნა ჩუკოვსკიმაც თავისი „ვაივიში“. „დულიტლი“ აქამდე ქართულად თარგმნილი არ ყოფილა და თარგმანის ერთ-ერთი პირველი შემფასებელი ვარლამი აღმოჩნდა. მისი რეაქცია წიგნის წაკითხვის შემდეგ ასეთი იყო: „რა უცნაურია, რომ აქამდე ეს წიგნი არავის უთარგმნია! გასაოცარი ნაწარმოებია. ძალიან ვისიამოვნე. ნეტავ ბავშვობაშიც მქონოდა.“ როგორც ჩანს, ვარლამმა ილუსტრაციების შექმნითაც ისიამოვნა და შედეგიც სახეზეა:

ილუსტრაცია წიგნიდან „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ 

© სულაკაურის გამომცემლობა

ილუსტრაცია წიგნიდან „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“

© სულაკაურის გამომცემლობა

ილუსტრაცია წიგნიდან „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ 

© სულაკაურის გამომცემლობა

ვარლამ ჯმუხაძის ილუსტრაციებს აღმოაჩენთ „მოსწავლის ბიბლიოთეკის“ კიდევ ორ გამოცემაში: ეზოპეს „იგავ-არაკები“ და რადიარდ კიპლინგის „აი, როგორ და რატომ“, რომელიც სანიმუშო თარგმანისა და მხიარული ილუსტრაციების კიდევ ერთი წარმატებული კომბინაციაა. აქვე გიჩვენებთ რამდენიმე ილუსტრაციას კიპლინგის წიგნიდანაც:

ილუსტრაცია რადიარდ კიპლინგის წიგნიდან „აი, როგორ და რატომ“

© სულაკაურის გამომცემლობა

ილუსტრაცია რადიარდ კიპლინგის წიგნიდან „აი, როგორ და რატომ“

© სულაკაურის გამომცემლობა

ილუსტრაცია რადიარდ კიპლინგის წიგნიდან „აი, როგორ და რატომ“

© სულაკაურის გამომცემლობა

კომენტარები

კომენტარი