არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

თურქული გამოცემა Jazz Dergisi კავკასიის ჯაზ ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის

თურქული გამოცემა Jazz Dergisi თბილისში 2017 წლის ივნისში ჩატარებულ Kavkaz Jazz ფესტივალს ვრცელ სტატიას უძღვნის და შთაბეჭდილებებს თურქულ საზოაგდოებას უზიარებს. Kavkaz Jazz არაკომერციული ფესტივალია კავკასიის რეგიონში, რომელიც საგანმანათლებლო, ემოციურ კომპონენტებსაც შეიცავს. ფესტივალის მიზანი როგორც ჯაზის, ასევე კულტურული დიალოგების გაფართოებაა სამხრეთ კავკასიაში.

ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო Kavkaz Jazz ფესტივალზე. 2016 წელს ფესტივალის გახსნით კონცერტზე სერდარ ბარჩინმა, ექლემ პელითმა და ოკან დუმანლიმ, ტულუღ თირფანის კავრტეტით დავუკარით.  თითოეული ჩვენგანი კმაყოფილების ღიმილით დავემშვიდობეთ ფესტივალს, შარშანდელ ღონისძიებასთან შესაძლოა განსაკუთრებული გრძნობა მაკავშრებდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წელს მივხვდი, რა დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ფესტივალს. წელს თურქეთიდან ფესტივალში მონაწილეობა Songs From A Breeze-ის მუსიკოსმა, ბას-გიტარისტმა შენთურქ ოზთაშმა მიიღო, რომელმაც ჯაზ სცენას ახალი სული შთაბერა. მონაწილეობდა უახლეს პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაში. მეც ვნახე ეს გამოსვლები, თვალს ვადევნებდი ამ ყველაფერს, შევიგრძენი ყველაფერი და ახლა  ვცდილობ ქაღალდზე გადავიტანო.

Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება საქართველოს დედაქალაქ, თბილისში, რომელიც მე პირველივე დანახვისას შემიყვარდა. წინარე ცხოვრება, ალბათ, აქ მაქ გატარებული, თუ ეს მამის მხრიდან ქართული სისხლის გამოძახილია, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ ჩამოსვლაზე  აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც  საკუთარ სახლში.

დროის დიდი ნაწილი ხელოვნებისა და გართობის ცენტრში, ძველ თბილისში გავატარეთ, მაგრამ საერთოდ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ქალაქი, რომელშიც კულტურა და ხელოვნება  მაღალ საფეხურზე დგას.  ყველა უბანში ნახავთ თეატრს, საკონცერტო დარბაზს; ჩაუვლით  კონსერვატორიის შენობას.  კაცს შეშურდება კიდეც.

ძველი თბილისი, ქალაქის ტურისტული ცენტრი. მისი ერთი ნახვით შეყვარების მთავარი მიზეზი – ხის აივნიანი ძველი ქართული სახლები ცოტათი ახალ ორლეანს, ცოტა კი კოვბოის შესახებ გადაღებულ  ფილმებში ნანახ სახლებს მაგონებს. ისტორიულ სტილს  იუნესკო იცავს.

ნარიყალას ციხე, რომელიც ქალაქს ზემოდან დაჰყურებს, სალოცავები, მდიდრული ისტორიული შენობა-ნაგებობები, ძეგლები, გოგირდის აბანოები, მდინარე მტკვარი, რომელიც ქალაქს ორად ყოფს მომაჯადოებელია, მაგრამ, რაც ყველაზე მეტად გხიბლავს: ყველგან ხელოვნებაა! თანამედროვე ხელოვნება ქალაქის სტილში შერწყმულა, მასში არსებობს. აქ შეიძლება ქართულ წვეულებებზე “გაუმარჯოს” მთქმელ თამადასაც ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნოთ და საბჭოთა კავშირის დროინდელ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის ძეგლთან სელფიც კი გადაიღოთ.

მუსიკა ყველგანაა. თითქმის ყველა ბარში, კაფეში, ქუჩებშიც კი ჟღერს ცოცხალი მუსიკა. აქ უყვართ მუსიკის თანხლებით გართობა.  ბევრსაც სვამენ, მაგრამ ჯერ არ მინახავს ამის გამო ვინმეს ვინმე შეეწუხებინოს ან ეჩხუბოს. შური 2. თბილისში ჯაზი საკმაოდაა. თუ ინტუიცია არ მღალატობს, ამ საქმეს მხოლოდ პროფესიონალები არ აკეთებენ, აქ დიდია არჩევანი მათთვისაც, ვისაც სურს თავად დაუკრას და მოუსმინოს ჯაზს.  ყოველ ღამე, პირველ ყოვლისა კაფე Jazz Cafe Singer-ში და არაერთ რესტორანში, კაფესა თუ ბარში ნახავთ პერფორმანსებსა და ჯემ სეშენებს.  ჩვენც გავხდით რამდენიმე ახალგაზრდის მიერ შესრულებული ამაღელვებელი პერფორმანსის მოწმენი. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისსაც ჰყავს ჯაზის ბევრი კარგი მსმენელი. ეს ვნახე სხვადასხვა დაწესებულებაში, სადაც ვიყავით და კონცერტებზეც, ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარა წაკითხულმა. განსაკუთრებით ახალგაზრდობაა დაინტერესებული. ყური რეგიონის ხალხის დამახასიათებელ თვისებას ფლობს. პირველ ყოვლისა, მრავალხმიანი მუსიკის ტრადიციები (მათი გუნდები ცნობილია), ეს არის ერი, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული შეყვარებულია დასავლეთის კლასიკურ მუსიკაზე.  ქვეყანაში კალსიკური მუსიკა 1917 წლიდან ისწავლება, ჯაზის სფეროში კი განათლებას არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა, თვითნასწავლი ქართველი ჯაზის მუსიკოსები 70-იანებიდან მოყოლებული ატარებენ კონცერტებს. თბილისის ჯაზ ფესტივალი 1978 წლიდან (2000 წლამდე დიდი შუალედებით), ბათუმში კი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2007 წლიდან ტარდება, მაგრამ ჩვენი სტატიის მთავარი თემა არც ერთია და არც მეორე.

Kavkaz Jazz ფესტივალის მთავარი მიზანი არ არის ფინანსური წარმატება. მას თავისი მისია აქვს, რომელსაც 8 წელია ასრულებს. ფესტივალის ქმნის პროექტებს, რომლებშიც კავკასიის რეგიონში მცხოვრები ჯაზ მუსიკოსები იღებენ მონაწილეობას, ეს ყველაფერი ამყარებს კულტურილ დიალოგს და ანვითარებს ჯაზს კავკასიის რეგიონში.

ამ ღონისძიების სათავეში დგას ულევი ენერგიის მქონე, საოცარი ახალგაზრდა ქალი ელენე მეჩიტოვა. იგი ფესტივალზე ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა, როცა კლასიკურ ვიოლინოს სწავლობდა კონსერვატორიაში. “კონკურსებზე მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდა მუსიკოსებს ვეცნობოდი.  დაინტერესებული ვიყავი მათი ხელოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ვიყავით, ერთმანეთს არ ვიცნობდით და ეს ძალიან მაწუხებდა. განსაკუთრებით კი 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი რეგიონული კონფლიქტების, შიდა ომებისა და სხვა მსგავსი მიზეზების გამო საბოლოოდ გაწყდა კულტურული კავშირები. მინდოდა ეს ვითარება შემეცვალა. ჩვენი ქვეყნების საზოგადოებას, ისე რომ არც კი იცნობენ ერთმანეთს, თავისებური შეხედულებები აქვთ ერთმანეთზე. მე მინდოდა რაიმე გამეკეთებინა და ხელოვნების მეშვეობით შემეცვალა ეს მდგომარეობა”.

სწორედ ასეც მოხდა. ფესტივალი, ერთ სცენაზე, ერთ მაგიდასთან  უყრის თავს მუსიკოსებს რეგიონებიდან, რომელთაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი თვალსაზრისით პრობლემები აქვთ, და  აძლევს მათ შესაძლებლობას ერთობლივად შექმნან ახალი მუსიკა, თუნდაც მოკლე დროით, მაგრამ მაინც გააცნონ ერთმანეთს თავიანთი შემოქმედება და ცხოვრება. რა თქმა უნდა,  მუსიკაც თავის როლს ასრულებს  ამ ყველაფერში, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გვაერთიანებს ყოველგვარი წარმომავლობისგან დამოუკიდებლად, ჩვენი ადამიანობაა. განსხვავებასთან ერთად, რამდენი გვაქვს საერთო, ეს ძალიან კარგად ჩანს სუფრაზე, დაკვრის, ცეკვისა თუ ჩვეულებრივი მუსაიფის დროს.  დროთა განმავლობაში თითოეულში უცნაური სიყვარულის კვანძი იქმნება, ფესტივალის გუნდთან, მუსიკოსებთან ერთად უზარმაზარი მუსიკალური ოჯახის ნაწილი ხდები. ეს  ძალიან კარგი შეგრძნებაა.

ვფიქრობ, ამ განცდების ჩამოყალიბებაში ფესტივალის გუნდს დიდი წვლილი მიუძღვის. ელენე, ნინო, ბექა, ლადო. თითოეული მათგანი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა ჩვენგანმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს.  საქმე, რასაც აკეთებენ, ნამდვილად არ არის მარტივი.  მცირე ბიუჯეტით დიდ შთაბეჭდილებებს ქმნიან, თუმცა სულ უფრო უჭირთ.

გასულ წელს  ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ცერემონიის ფინალისტები გახდნენ კატეგორიაში “საუკეთესო ფესტივალი/ღონისძიება”. “მთავრობის პრიორიტეტია შთაბეჭდილებების მოხდენა  საერთაშორისო სივრცეში საქართველოს შესახებ. ამიტომაც, მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები ჩამოჰყავთ ქვეყანაში რასაც, არცთუ მცირე ბიუჯეტი ხმარდება. რა თქმა უნდა თავის დროზე გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგრამ ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტების  ორგანიზატორებს  ფინანსური წყაროს მოძიების თვალსაზრისით პრობლემები აქვთ. ახალგაზრდა და ნიჭიერი მუსიკოსებისთვის საჭიროა შეიქმნას სულ მცირე რაიმე პლათფორმა, მაგრამ ამით ვერ ვიქცევთ ბრენდების ყურადღებას, რადგან ისინი ცნობილი სახეებია და უფრო დიდ აუდიტორიას ელიან”.  საკმაოდ ნაცნობი ვითარებაა,  არა?

ფესტივალს, თავდაპირველად, თბილისში, ბაქოსა და ერევანში ამერიკის საელჩოები უჭერდნენ მხარს, 2011 წლიდან მოყოლებული კი ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით, თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კი მას სარეპეტიციო ადგილსა და დარბაზს უთმობს.  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კაფეები Jazz Cafe Singer და Downtown, კომპანია Askaneli Brothers, Jimsher ფესტივალს უზრუნველყოფს სტუმრების გამასპინძლებით. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიუტი კი სამი წელია მხარს უჭერს თურქეთიდან მუსიკოსების ჩამოყვანას.  შარშანაც და წელსაც მათ გვიმასპინძლეს.  ამგვარად, ჩვენც ამ ოჯახის ნაწილი გავხდით.  გასულ წელს ტულუღ თირფანის კვარტეტთან ერთად არაჩვეულებრივ მსმენელებთან დავუკარით, კონცერტი დიდი სიამოვნება იყო.  წელს კი ფესტივალის ორი მთავარი მისიის ცენტრში ვიყავით. ეს მისიებია რეგიონის მუსიკოსების ერთ პროექტში გაერთიანება და განათლება.

სანამ პროექტზე ვისაუბრებდეთ, რომელშიც  მონაწილეობა მივიღეთ, მინდა გიამბოთ ფესტივალის მონაწილე დანარჩენ ჯგუფებზე.  ტაქსის მძღოლის წყალობით, რომელმაც არასწორ მისამართზე მიმიყვანა, ვერ დავესწარი ქართული ჯგუფის “აუდიტორია A”-ს კონცერტს, მაგრამ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი მუსიკოსებს სადილზე; ბრწყინვალე, ახალგაზრდა კარგი ადამინები.  ღამე კი ასე  გაგრძელდა; სომხეთიდან ლიუსი ხანიანის ტრიო, არტურ გრიგორიანის კვინტეტი და აზრბაიჯანიდან ZZAJ Patterns შთამბეჭდავი მუსიკითა და შესრულებით დაიპყრეს დარბაზი. ამ ახალგაზრდა მუსიკოსებმა შემდგომ უკვე ჯემ სესიებზე ერთად დაუკრეს და ამით საკუთარი ამბები და მუსიკა  გაუზიარეს ერთმანეთს.

გადავიდეთ ჩვენს პროექტზე.  წელს Kavkaz Jazz ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან ოთხი მუსიკოსი გაერთიანდა. ოთხი დღის განმავლობაში, ერთად და ცალ-ცალკე იმუშავეს მოყვარულმა და პროფესიონალმა მუსიკოსებმა, 19 ივნისს ჯერ როგორც კვარტეტმა, შემდეგ კი სტუდენტებთან ერთად გამართეს კონცერტი.

აზერბაიჯანიდან სალმან გამბაროვი (p), სომხეთიდან არმენ ჰიუსნუნცი (ss, ts), საქართველოდან ჯორჯ მელ/გიორგი მელიქიშვილი (d) და ჩვენგან შენთურქ ოზთაში (el. b).  სხვადასხვა თაობიდან, სხვადასხვა მუსიკალური სფეროსა და წარსულით ოთხი მუსიკოსი. სიმართლე რომ ითქვას, ერთგვარი სარისკო საქმეც იყო, შედეგი შეიძლება არ ყოფილიყო სასურველი.  მათი პროფესიონალიზმის წყალობით, რა თქმა უნდა, რაღაც აუცილებლად გამოვიდოდა,  პროცესი შეიძლება სასიამოვნო არ ყოფილიყო.  მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა.  ოთხმა მუსიკოსმა ერთად დაკვრით (და დროის გატარებით) დიდი სიამოვნება მიიღო, ამაღელვებელიც კი იყო. იმდენად რომ, ფესტივალის დასასრულს იყვნენ ჯგუფები,  რომელთაც დაუსრულებლად უნდოდათ დაეკრათ.  ოთხსაათიანი რეპეტიციით შექმნილი ორიგინალური და ტრადიციული კომპონენტებით გაჟღენთილი ახლად შექმნილი კომპოზიციები დაუკრეს კონცერტზე.  სცენაზე იყო თითო სოლისტი და ამავე დროს კარგი  მეწყვილეც.  არავის სურდა წინა პლანზე ყოფნა და სხვების დაჩაგვრა, რასაც ხშირად ნახავთ. რეპეტიციებსა და კონცერტებზეც თითოეული ცნობდა ერთურთის თავისუფალ ზონას, ითვალისწინებდა  დანარჩენების აზრს.  ასე მოკლე დროში, თითქოს წლებია ერთად მუშაობენო, ისე  ჰარმონიულად თანამშრომლობენ, ამას იშვიათად თუ ნახავთ.  ყველა თანხმდება აზრს, რომ ეს არ არის ის, რისი მოწმეც ხშირად ვხდებით.

გარდა საერთო მუსიკალური ენისა, ამ კავშირის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საზოგადოებრივი და სექტორული ცხოვრების საერთო მახასიათებლები.  კულტურული პოლიტიკის შესახებ საუბრისას პირველი მსხვერპლი ჯაზი რომ არის და ხარისხიანი რამის შესაქმნელად წამოჭრილი სირთულეების შესახებ საუბრისას ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. ეს კი ერთობლივად ახალი პროდუქციის შესაქმნელად ძალიან დიდი მოტივაცია იყო.  უახლოეს მომავალში მოგეცემათ შესაძლებლობა ისინი თურქეთშიც იხილოთ.

ეს სამი მუსიკოსი სხვადასხვა პროექტით არა ერთხელ ჩამოსულა თურქეთში, ვინ იცის, იქნებ მოგისმენიათ კიდეც.  2014 წელს სტამბულის ჯაზ ფესტივალზე სალმან გამბაროვმა ილდიზ იბრაგიმოვასთან, ონდერ ფოჯანთან, შენოვა იულკერთან, ფათიჰ ახისქალისა და ფერით ოდმანთან ერთად დაუკრა.  მუსიკოსი, რომელიც მზადაა შეჩვეულ საზღვრებს გასცდეს და არ ერიდება ექსპერიმენტებს,  არის ჯგუფ  Bakustik Jazz-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოსულ მუსიკოსებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, სადაც განსხვავებულ ეთნომუსიკას ჯაზში აერთიანებს. ის ჩვენი ლასმან ჯანია, ერთი შეხედვით არ ეტყობა მაგრამ ნამდვილ ჯენტლმენს მიღმა იგი ერთი  ცელქი ბავშვია. დაკვრისას არა, საქმეს ძალიან სერიოზულად ეკიდება.  ემოციურად ძალიან დატვირთულია მისი მელოდიები, დანარჩენი მუსიკოსებიდან მიღებული ემოციებს იგი ფილტრავს და ისეთი ბგერებით გიბრუნებს რომ, შეგძრავს.

არმენ ჰიუსნუნცი სომხეთის სახელმწიფო ჯაზ ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორია. მისი პროექტებიდან ჩვენთვის კარგად ნაცნობია სომხური ბენდი Armenian Navy Band, რომელიც არაეთხელ გამოსულა თურქეთში. ჰიუსნუნცს აქვს ასევე ტრიო ართო თუნჯბოიაჯიანთან. იგი თავაზაიანი ადამიანია, ამას იგრძნობ ყოველდღიურად და მის მუსიკაშიც, რომელშიც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერწყმის ერთმანეთს.

ჯორჯ მელ/გიორგი მელიქიშვილი საქართველოშია დაბადებული, მაგრამ კარიერის დიდი ნაწილი ნიუ იორკში გაატარა. იგი უკრავდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიცაა ესპერანცა სპალდინგი, ავიშაი კოენი, რაულ მიდონი.  გარდა იმისა, რომ დრამერია,  მომღერალიცაა და სიმღერის ტექსტის ავტორიც.  იგი უკრავს, ქმნის კომპოზიციებს გიტარისთვის და ახმოვანებს კიდეც.  გიორგიმ წელს ანკარის ჯაზ ფესტივალზე და ბევრ სხვა ადგილზე ევრიმ ოზშუჯასთან ერთად დაუკრა.  2015 წელს ერთად ალბომიც კი ჩაწერეს, რომელიც მალე გამოვა. გიორგი ძალიან კარგი დრამერია, მაგრამ  პირველი რაც მახსენდება, ეს მისი სახეა, ჯგუფის წევრებთან ერთად დაკვრისას მიღებული სიამოვნებით სავსე გამომეტყველება.  თითქოს ისეთი დაუვიწყარი წუთები იყო, ნამდვილად შემშურდა ამ ოთხ უცხოელს შორის ასეთი ღრმა კავშირის არსებობა.

და ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჩვენი  შენთურქი. სხვებისაგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის პირველი საერთაშორისო პროექტი იყო,  მან მთელი სული და გული ჩადო მასში. ძალიან ცოტა დროა  შენთურქთან ვთანამშრომლობთ, იგი ამაღელვებელი ბას გიტარისტია. რაც ალბათ სწორედ საქმისადმი მისი  დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. კიდევ ბევრი რამ არის რის გაკეთებასაც აპირებს, სურს ახალი რამ შემატოს თავის ხელოვნებას.  ვგრძნობთ, დროთა განმავლობაში მისგან ბევრს უნდა ველოდეთ.  ასევე უნდა ვთქვა, რომ იგი ნამდვილად მხიარული თურქი (Şen-მხიარული Türk-თურქი) და სანდომიანი მეგზურია.

გადავიდეთ განათლების ნაწილზე, თორემ ეს წერილი არ დასრულდება. ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლების ფუნქციას.  ქვეყანაში ჯაზისადმი ინტერესი ძალიან დიდია, მაგრამ ამ სფეროში განათლება ჯერ ახლა იკიდებს ფეხს, არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი,  ფინანსური წყაროებიც არ კმარა  ჯაზის მიმართულების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჯაზ მუსიკოსების დიდი ნაწილი თვითგანვითარებას ცდილობს, ამიტომ სხვადასხვა კულტურისა და განათლების მქონე პროფესიონალებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.  მათს თვალებში კითხულობ რომ თითოეული მათგანი რაღაც ახლის შესაძენადაა აქ მოსული.

ტრენინგ-პროგრამით დაინტერესდნენ ბას-გიტარისტები, საქსოფონისტები, გიტარისტები და ვოკალისტები.  სამუშაო პროცედურებში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოყვარულმა ისე პროფესიონალმა მუსიკოსებმა.  კარგად ფლობდნენ ინსტრუმენტს და ძალიან ნიჭიერებიც იყვნენ, მაგრამ, გარდა პროფესიონალებისა, მათ აკლდათ სასცენო გამოცდილება.  ფორტეპიანო, საქსოფონი, ბასი და დასარტყამი ისნტრუმენტების ჯგუფებში ჩატარდა მეცადინეობები, რეპეტიციებზე  უმეტესად მასწავლებლები და პროფესიონალებიც მონაწილეებთან ერთად უკრავდნენ და ამით მათ შესძინეს გამოცდილება ჯგუფურად დაკვრის.  გამოსცადეს როგორ უნდა უსმინო ჯგუფის წევრებს, როგორი უნდა იყო ჯგუფის ლიდერი, მათი თანმხლები.  ზოგიერთ მონაწილეში ცვლილება თვალსაჩინოც კი იყო.  ახალგაზრდა, რომელსაც არ მიუღია განათლება, თავად ისწავლა ბას-გიტარაზე დაკვრა, იმდენად არ ენდობიდა თავს, რომ შეკითხვის დასმასაც კი გაურბოდა, გარდაიქმნა ადამიანად, რომელმაც კარგად იცის მუსიკის მიმართულებით სურს წასვლა, რომელიც დარწმუნდა საკუთარი ძალების შესაძლებლობაში. სოლო მომღერლები, კი რომელთაც თავდაპირველად არც კი იცოდნენ სცენაზე გამოსვლისას ხელ-ფეხი სად წაეღოთ, ისე წარმოაჩინეს თავი, თითქოს ორკესტრს შერწყმიან და ორმოცი წელია მომღერლები არიან.

რა თქმა უნდა, ყველამ ვერ მიიღო მონაწილეობა კონცერტში, მაგრამ თითოეულმა შეიძინა რაღაც სასარგებლო ამ პროგრამით. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროგრამა იყოს ხარნგრძლივი, რისთვისაც საჭიროა მხარდაჭერა.  გასულ წელს პროგრამა 2 კვირიანი იყო და მას ლუვილის უნივერსიტეტიდან ამერიკელი მუსიკოსები – საქსოფონისტი მაიკლს ტრეისი და გიტარისტი კრეიგ ვაგნერი უძღვებოდნენ, წელს კი პროგრამა მხოლოდ 4 დღეს გრძელდებოდა.

საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა და კოცერტების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ფესტივალი ისევ შეუპოვრად გრძელდება. რა თქმა უნდა ამას კიდევ უფრო აძლიერებს მსმენელებისა და მონაწილეების შეფასებები. მათ შორის დამყარებული კავშირები გულწრფელი და ხანგრძლივია.  ვიცი, რომ იქ მყავს დები (და უკვე ძმებიც), რომელნიც საოცარ საქმეს აკეთებენ. მე გავაგრძელებ მათ გულშემატკივრობას.  ჩვენ ისევ შევხვდებით მუსიკით, ვისაუბრებთ, მოვისმენთ და გავუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს

 

ავტორი: ოზლემ ქოსეოღლუ

თარგმანი თურქულიდან ეკუთვნის Kavkaz Jazz-ს.

 

კომენტარები

კომენტარი