კინო

კიტ ჰარინგტონი Marvel-ის კინოსამყაროს უერთდება

ბრიტანელ მსახიობს, კიტ ჰარინგტონს, რომელიც ცნობილი გახდა “სამეფო კარის თამაშებში” შესრულებული ჯონ სნოუს როლით, Marvel-ის ახალ ფილმში, სუპერგმირის როლში ვიხილავთ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline ავრცელებს.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელ ფილმში მიიღებს მონაწილეობას “სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი და კონკრეტულად, რომელი სუპერგმირის როლს შეასრულებს. ამის შესახებ კომენტარი არც კომპანია Marvel-ს და არც მსახიობს არ გაუკეთებიათ.

ვარაუდობენ, რომ ახალ ფილმში ჰარინგტონის მონაწილეობის დეტალები ყოველწლიური გამოფენის, D23 Expo-ს შემდეგ გახდება ცნობილი, სადაც Marvel-ი თავის სამომავლო გეგმებს გაგვაცნობს.

კომენტარები

კომენტარი