კინო საშემსრულებლო ხელოვნება

სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 

ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო „სარაევოს გული“ ლევან გელბახიანს გადაეცა.

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს. 

ლევან აკინი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი